Monday, February 9, 2015
ვულკანი ტახუმულკო
მოქმედი ვულკანი სამხრეთ-დასავლეთ გვატემალაში, სიერა-მადრე-დე-ჩიაპასის ნაწილია. სიმაღლე 4220 მ. გვატემალისა და ცენტრალური ამერიკის უმაღლესი წერტილი. აქვს ორმწვერვალიანი სწორი კონუსი. აღმოსავლეთი ძველი კონუსი შეიცავს კრატერს, რომლის დიამეტრია 50-70 მ; დასავლეთი კონუსი ახალგაზრდაა. კალთები შემოსილია მუხნარ-ფიჭვნარით, ზევით ქსეროფიტული მთის მდელოა. მწვერვალზე ასვლა შესაძლებელია ქალაქ სან-მარკოსიდან, რომელიც განლაგებულია ვულკანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კმ-ში. 1956 წელს ტახუმულკო გამოცხადდა დაცულ ლანდშაფტად. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1863 წელს (?). არსებობს მოწმობა 1808 წლის ამოფრქვევასთან დაკავშირებით, აგრეთვე საეჭვო ცნობები 1821 (ან 1822), 1863, 1893 წლებში მომხდარი ამოფრქვევების შესახებ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment