Tuesday, February 10, 2015

მდინარეები საქართველოში

1 ალაზანი – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება მათი საზღვრის გასწვრივ. სიგრძე 390 კმ. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი).





2 მტკვარი – ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე. სათავეს იღებს თურქეთიდან. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906კმ–ია.



3 რიონი – მდინარე დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ.  სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან.



4 ენგური – მდინარე დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს მყინვარ ენგურზე, ზღვის დონიდან 2614 მ–ზე. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ.



5 ხრამი – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. ზემოწელში მას ქციას უწოდებენ.ხრამი სათავეს იღებს თრიალეთის ქედის კალთებზე, მიედინება ღრმა ხეობაში. სიგრძე 201 კმ.



6 ცხენისწყალი – მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით. ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ.



7 იორი – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში და აზერბაიჯანში. სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს. სიგრძე 320 კმ.



8 ყვირილა – მდინარე დასავლეთ საქართველოში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს რაჭის ქედზე, ძირულას შესართავამდე ხეობაში მიედინება, შემდეგ დაბლობზე. სიგრძე 140 კმ.



9 სუფსა –  მდინარე დასავლეთ საქართველოში, სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მწვერვალ მეფისწყაროსთანზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ გრიგოლეთთან. სიგრძე 108 კილომეტრი.



10 არაგვი –  მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყაზბეგის, დუშეთის და მცხეთის მუნიციპალტეტებში. სიგრძე 112 კმ.  არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები - მთიულეთის (თეთრი) არაგვიგუდამაყრის (შავი) არაგვიხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.



11 ბზიფი –  (ისტორიული სახელწოდება — „კაპოეტისწყალი“) — მდინარე დასავლეთ საქართველოშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, უღელტეხილ ადანგესთან. სიგრძე 110 კმ.



12 კოდორი –  მდინარე ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება მდინარეების საკენისა და გვანდრის შეერთებით სოფელ მარცხენა გეწვიშთან, ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ აძუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ).



13 აჭარისწყალი –  მდინარე საქართველოშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. აჭარისწყლის სიგრძე 90 კმ-ია.



14 ჭოროხი – მდინარე თურქეთსა და საქართველოში. სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას.



15 აბაშა –  მდინარე მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 66 კმ. იწყებს ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვის დონე 325 მ).



16 ალგეთი – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, თეთრი წყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სიგრძე 108 კმ.  სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის კლდეების მახლობლად (ზღვის დონიდან 1900 მ). ზემოწელში მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ღრმა, ტყიან, ხოლო სოფელ ტბისიდან – ვიწრო, კლდოვან ხეობაში, მარნეულთან კი გამოდის ვაკეზე მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვნიდან, სოფელ ქესალოს მახლობლად.



17 ფსოუ – მდინარე აფხაზეთშისაქართველო-რუსეთის საზღვარზე, ჩაედინება შავ ზღვაში. მდინარის სიგრძე 57 კმ-ია. დასაბამს იღებს მთა აგეფსთადან.



18 ჩოლოქი –  მდინარე დასავლეთ საქართველოში ნატანების მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ჭახათის მთზე, 803 მ სიმაღლეზე. სიგრძე 29,5 კმ.



19 დიდი ლიახვი –  მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა დადესკოხირდონის შეერთებით ზღვის დონიდან 2338 მ-ზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქალაქ გორთან. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ.





20 ყოროლისწყალი –  მდინარე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბათუმთანქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარაში1912 წელს მის ნაპირებზე სოფელ ჩაისუბანთან გადაღებებს აწარმოებდა რუსიფოტოგრაფი სერგეი პროკუდინ-გორსკი.



21 ქსანი –  მდინარე მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მტკვრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 84 კილომეტრი, აუზის ფართობი 885 კმ2. სათავე აქვს ყელის ვულკანურ ზეგანზე, ყელის ტბიდან, ზღვის დონიდან 2914 მეტრზე, ზემო და შუა დინებაში ვიწრო ხეობა აქვს, მუხრანის ვაკეზე - ფართო. შესართავთან კვეთს სხალტბის ქედს და ისევ ვიწრო ხეობას აჩენს.



22 მაჭახელისწყალი – მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სათავე აქვს თურქეთშიშავშეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2285 მ. ერთვის მდინარე ჭოროხს მარჯვნიდან სოფელ მაჭახლისპირთან. სიგრძე 37 კმ.



23 თერგი – მდინარე საქართველოსა და რუსეთში (ჩრდილოეთი ოსეთიყაბარდო-ბალყარეთიჩეჩნეთიინგუშეთიდაღესტანი). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ2. სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს (დარიალის ხეობა), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის კასპიის ზღვას. შესართავთან აჩენს დელტას, რომლის ფართობია 4 ათ. კმ².




















რორაიმას მთა

ასევე ცნობილია, როგორც "ტეპუი რორაიმა" და "სერო რორაიმა". პირველად აღწერილ იქნა ინგლისელი მკვლევარ სერ ვოლტერ რილეის მიერ 1596 წელს. რორაიმას მთა ესაზღვრება სამ სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოს: ვენესუელას (85%), ბრაზილიას (5%) და გაიანას (10 %). მისი ასაკი დაახლოებით 2 მილიარდ წელს ითვლის. რორაიმას მთის უმაღლესი წერტილი მევერიკის კლდეა, რომლის სიმაღლეც 2 810 მეტრია. რორაიმაზე აღმოჩენილია ძალიან ბევრი უნიკალური და იშვიათი სახეობის მცენარე. მაგალითად ისეთები როგორებიც არის: ჰელიამფორა, კამპანულა (მაჩიტა) და მრავალი სხვა უნიკალური და იშვიათი სახეობა.  რორაიმას მაღლობზე წლის განმავლობაში თითქმი ყოველდღე წვიმს. ასევე ეს ადგილი გამოირჩევა ფაუნის უნიკალორობითაც. აღმოჩენილია მრავალი უნიკალური სახეობის ცხოველი, რომელთაგან უმეტესობა დედამიწის სხვა რეგიონში თითქმის არ გვხვდება.










  1.  

Monday, February 9, 2015

გალაკტიონ ტაბიძე – "ცამეტი წლის ხარ"


ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

გენიალური, კომენტარიც არ სჭირდება...

სულხან–საბა ორბელიანი – "ღვინის ძალა"


ღვინის ძალა


სულთან სალიმ ჰკითხა ვაზირსა მისსა: ვინცავინ კაცნი ღვინოს რად სმენ, რომე ყოველი ავი სიმთვრალეს მოაქვსო? 
ვაზირმან მოახსენა: ღვინოს ავისაგან კარგიც უმრავლესი შეუძლიან. ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო. 
მოასხმევინა სამნივე ხეიბარნი ფადიშაჰმან და პირისპირ დასხნა და ასვეს ღვინო. რა დაითრო, თქვა ბრმამან: ღმერთო, ადიდე ხელმწიფე, რა კარგსა და წითელს ღვინოს გვასმევსო! 
საპყარმან უწყინა და უთხრა: ვისთან უბნობ? ხელმწიფის მზემან, ესრეთს წიხლს ჩაგაზელ, გვერდი მოგტეხოო! 
გლახაკმან უთხრა უპოვარმან: მოჰკალ და სისხლს მე გარდვიხდიო! 
ვაზირმან მოახსენა: 
- აჰა, ბედნიერო ხელმწიფეო, ღვინოს ესე ყოველი შეუძლია. ან მან რით ნახა, ან იგი რით გალახევდა, ან ეს სისხლს რით მისცემდა? 
- ჰე, შენ, რუქავ! შენც ხომ მათსაებრ ხეიბარი ხარ და ღვინოც, ვეჭვობ, გესვას, თვარა ეგრეგვარსა რა გამბობინებს?